16-18 აპრილს, „შატო მუხრანი“ მონაწილეობდა მე-17 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - Caucasus Tourism Fair, რომელიც „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართა. გამოფენის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ კვალიფიციური კონსულტაცია და შეეძინათ ტურისტული პაკეტები ექსკლუზიურ ფასად.