სიახლეები

21.07.2014
მუხრანბატონის რეზერვის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ მუხრანბატონის რეზერვმა - „საფერავი 2010“ Decanter World Wine Awards 2014-ზე წარდგენილ სხვა ქართულ ღვინოებს შორის საუკეთესო ჯილდო მიიღო. Decanter World Wine Awards მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე გავლენიანი კონკურსია, სადაც 5 დღის მანძილზე, ყველა ღვინის შეფასება 120 საერთაშორისო ღვინის ექპერტის მიერ „ბრმა“ სისტემით მიმდინარეობს.