მუხრანბატონის რეზერვი წითელი და თეთრი „შატო მუხრანის“ ყველაზე ექსკლუზიურ ღვინის სახეობას განეკუთვნება. რეზერვის ღვინოები დახვეწილობითა და სრულყოფილებით გამოირჩევა.
მუხრანბატონის რეზერვისათვის განკუთვნილი ნაკვეთები შემდეგ ძირითად ფასეულობებს აერთიანებს: ნიადაგს, კლიმატსა და ადამიანური გამოცდილების უნიკალურ კომბინაციას
ნატურალური დუღილის პროცესი და კავკასიური მუხის კასრებში დაძველება ამ ღვინოებს ჭეშმარიტად ქართულსა და სახელგანთქმულ „შატო მუხრანის“ ღვინოებად აქცევს.
ყურძნის შერჩევას ჩვენი მთავარი მეღვინე ხელმძღვანელობს, რომელიც უშუალო მონაწილეობას იღებს პროცესის დაწყებისთანავე. ზუსტად ისე, როგორც ივანე მუხრანბატონი, რომელიც პირადად უვლიდა საკუთარ ვაზს, თავის მეღვინეებს ამ ხელოვნების საიდუმლოსა და წინაპრებისაგან გადმოცემულ საუკუნოვან ცოდნას უზიარებდა. ამ ღვინოს - საკუთარ „რეზერვს“მუხრანბატონი სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს სთავაზობდა
მუხრანბატონის რეზერვის დაგემოვნებით თქვენ ჩვენი საუკეთესო ღვინოების კეთილშობილებას ეზიარებით
გარემო პირობები(ნიადაგი,კლიმატი):: მუხრანის მეზოკლიმატი, სადაც ჭეშმარიტად კეთილშობილური და საუკეთესო ყურძენი იზრდება, თავს იწონებს თავისი უძველესი, თითქმის ველური და ხელუხლებელი ბუნებრივი თვისებებით. თუმცაღა, ათასწლეულების მანძილზე, ნიადაგმა, მზემ, ჯიშებმა, მევენახეებმა და ღვინით მოვაჭრეებმა ღვინის ასეთი დახვეწილი სტილის უზრუნველსაყოფად ნოყიერება, კეთილშობილება, მზრუნველობა და მგზნებარება შეინარჩუნეს.
ვენახი და ყურძენი: 100% შატო მუხრანის ვენახები. ვაზი მხოლოდ ხელით მუშავდება. მოსავლის ოდენობა გასხვლით და აუცილებლობის შემთხვევაში ეგრეთ წოდებული „მწვანე რთველით“ რეგულირდება. ვენახები ღვინის ქარხანასთან ახლოსაა გაშენებული. მოსავლის მოკრეფიდან ქარხანაში ყურძნის დასაწურად გადაგზავნამდე დროის შუალედი 7-12 წუთს უნდა შეადგენდეს.
მოსავლიანობა: მაქსიმუმ 6 ტ/ჰა, ექვივალენტურია 42-45 გლ /ჰა
მოსავლის აღების მეთოდი: მოსავლის აღების დღე მაშინ იგეგმება, როცა ყურძენი ღვინის საბოლოო სტილისათვის საჭირო მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს. უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად ყურძნის კრეფა მხოლოდ ხელით მიმდინარეობს.
ვინიფიკაცია: ყურძნის თითოეული ნაკვეთი ოთხ სხვადასხვა პარტიადაა დაყოფილი, ყურძენი მოვიბრირე მიმღებ კონტეინერებში იტვირთება, რომლებსაც კლერტის მოსაცილებელი მოწყობილებისაკენ მასალის ძალიან ნაზად გადაადგილების უნარი გააჩნიათ. დაწურვას მაჭრის ფერმენტაციისათვის გადაგზავნა მოსდევს. თითოეული ამ ნაკვეთთაგანი ოთხ სპეციალურ, განსხვავებული ტიპის ფერმენტაციასა და დამუშავებას ექვემდებარება. მდიდარი ჟანგბადმომარაგება ყველა ფერმენტისათვის საერთოა. 1. წინა-ფერმენტული ჩაციება, 2. სატუმბის მეშვეობით საერთო ხანმოკლე მაცერაცია, 3. სატუმბით კომბინირებული დელესტაჟი, 4. სატუმბის გამოყენებით ფერმენტაცია და დელესტაჟი, რომელსაც სულ მცირე 50 დღიანი ხანგრძლივი მაცერაცია მოსდევს. ეს უკანასკნელი პროცესი მომავალი სითხის დაყენებისათვის ყოველთვის უმთავრესად მიიჩნევა, მაშინ როცა დანარჩენი პროცესები უდიდეს როლს ასრულებენ საუკეთესო გემოს დასაყენებლად. ყველა ალკოჰოლის ფერმენტაცია მკაცრად კონტროლირებად- 20-22 oC ტემპერატურაზე მიმდინარეობს. შემდგომ ეს პარტიები გადიან MLF-ს ხანგრძლივი მაცერაციის ჯგუფთან ერთად და თავიანთ საბოლოო ფორმას იღებენ. MLF -ის შემდეგ ხდება ახალგაზრდა ღვინოების დასვენება და დაღვინების შემდეგ ეტაპს სამ სხვადასხვა ჯიშის მუხის კასრში იძენენ: კავკასიურში, ფრანგულსა და ამერიკულში. დაღვინების შემდეგ, რომელიც საშუალოდ 14-დან 18 თვემდე გრძელდება, ეს საუკეთესო ინდივიდები ერთმანეთს ერევა საბოლოო სტილის ჩამოსაყალიბებლად.
ეს შერწყმა შატო მუხრანის მუხრანბატონის რეზერვის დაუვიწყარ გემოს განაპირობებს, რომელიც გადმოსცემს ამ ჭეშმარიტად ათასწლეულების მეზოკლიმატის ყველა უნიკალურ თვისებას, სადაც ყურძენს აქვს ხანგრძლივი, აბსოლუტურად გამორჩეული თვისებები იმისათვის, რომ ღვინის მოყვარულთა მრავალმა თაობამ მეღვინეობის დახვეწილი ხელოვნება განავითაროს