ვენახი და ყურძენი: მუხრანის ღვინოებისთვის საჭირო ყურძნის წყაროს 100%-ით წარმოადგენს მუხრანის სამამულო ვენახები. ვენახის დამუშავების ყველა ოპერაცია ხორციელდება მხოლოდ ხელით. ღვინის გემოვნური თვისებების ასამაღლებლად მოსავლის მოცულობა კონტროლირდება კონკრეტული წელიწადის თვისებებიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში ტარდება "მწვანე რთველიც". ყურძენი იკრიფება მხოლოდ ხელით და ქარხანაში მის გადასამუშავებლად მიტანის დრო სულ 7-12 წუთია.
მოსავლიანობა: საშუალოდ 10 ტ/ჰა, უტოლდება 60-65 ჰლ /ჰა-ს.
მოსავლის აღების მეთოდი: სელექციური ხელით კრეფა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხილის უმაღლესი ხარისხი.
ღვინის დაყენება: მოტანისთანავე ყურძენი თავსდება ვიბრობუნკერებში, საიდანაც დოზირებით მიეწოდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანას. დაჭყლეტისთანავე ხდება დურდოს მყისიერი გაციება ცელსიუსით + 10-დან 12-მდე. დასადუღებელი წვენის განცალკევება ხდება კანთან მაცერაციის შემდეგ. სათანადო ორგანოლეპტიკური თვისებების შეძენისას მაცერირებული წვენი გადაიტუმბება პირველად დაწდომაზე, რასაც მოჰყვება მისი ფერმენტაცია. ადუღებული წვენი ჰაერის სეზონურ ტემპერატურაზე მუხის კასრებში ინახება. გემოვნური თვისებების ბალანსის დადგომისთანავე მუსკატის ღვინო მზადაა ბოთლებში ჩამოსასხმელად.