სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პოლიტიკა

სს „შატო მუხრანის“ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა, დანერგა და ინარჩუნებს სურსათის უვნებლობის და ხარისხის პოლიტიკას, რომელიც შეესაბამება ორგანიზაციისა და მისი კლიენტების საჭიროებებს და მიმართულია ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობის მუდმივ ამაღლებაზე.
სს.„შატო მუხრანი“ აწარმოებს ალკოჰოლურ სასმელებს (ღვინო და ჭაჭა) საკუთარი ვენახებიდან. კომპანიის პოლიტიკა მხარდაჭერილია კონკრეტული მიზნებითა და ამოცანებით, რომლებიც ჩამოყალიბდება მმართველი გუნდის მიერ მენეჯმენტის შეხვედრების მიმდინარეობის კვალდაკვალ და ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას.
ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკა წარმოადგენს ხარისხის და სურსათის უვნებლობის სფეროში მიზნების დასახვის და ანალიზის საფუძველს, რათა მუდმივად აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია და უზრუნველყოს შესაბამის კოდექსებთან, სტანდარტებთან, საკანონმდებლო და მარეგულირებელ, ასევე, მომხმარებლებთან ორმხრივად შეთანხმებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პოლიტიკა დაიყვანება ორგანიზაციის თანამშრომლების ცნობიერებამდე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების საშუალებით.
ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემის გამოყენების სფეროში  ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილების შემთხვევაში, უმაღლესი ხელმძღვანელობა გადასინჯავს პოლიტიკას მის შესაბამისობასა და აქტუალობაზე.პოლიტიკაში მოცემული დებულებების შესრულების დონეს თვალს ვადევნებთ შიდა აუდიტების და/ან ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემის მიმოხილვის დროს.
მომხმარებლისთვის უვნებელი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად, ავიღეთ ვალდებულება დაგვენერგა შედეგიანი ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა - ISO 9001:2015 სტანდარტის და FSSC 22000 v.5 სქემის მოთხოვნების მიხედვით.
ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ:
  • გვექნება შედეგიანი კომუნიკაცია შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან (მთლიან სასურსათო ჯაჭვში)
  • მუდმივად ავამაღლებთ პერსონალის ცნობიერების დონეს და კვალიფიკაციას
  • კომპანიის თანამშრომლები მუდმივად დაიცავენ  HACCP სისტემის, აგრეთვე, სანიმუშო წარმოებისა და ჰიგიენის პრაქტიკების (GAP/GMP/GHP) მოთხოვნებს
  • წარმოების მთელს ხაზზე ვაკონტროლებთ წარმოებული პროდუქციის ხარისხს და უვნებლობას
  • დავაკმაყოფილებთ საკანონმდებლო, მარეგულირებელ და კლიენტის მოთოხვნებს
  • მუდმივად ვიზრუნებთ მომხმარებლების  და სხვა დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების დონის ამაღლებაზე
  • უზრუნველვყოფთ წარმოებული სურსათის დაცვასა და სურსათის ფალსიფიკაციის პრევენციას
  • უმაღლესი ხელმძღვანელობა აიღებს ვალდებულებას ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობის ამაღლებასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე.