შატომუხრანის ღვინის თავისებურებანი

მუხრანი, როგორც შეუდარებელი მხარე, აერთიანებს თავის უნიკალურ ნიადაგს, კლიმატს, მეღვინეობის უძველეს ტრადიციას და ქმნის ღვინის განსაკუთრებულ ხასიათს. ახალგაზრდა მუხრანის ღვინოები უკვე მშვენიერია მათი ძლიერი სტრუქტურითა და მდიდარი ხილის ინტენსიურობით, მაგრამ ისინი მუდმივად აგრძელებენ განვითარებას.

მუხრანის მეღვინეობა-მევენახეობის გუნდს დიდი გამოცდილების მქონე მეღვინე პატრიკ ჰონეფი ხელმძღვანელობს. პატრიკ ჰონეფი ყურძნის ხარისხს სხვადასხვა მაკრო და მიკრო კლიმატური პირობების მიხედვით განსაზღვრავს და ირჩევს შესაფერის გადამუშავების მეთოდებს საუკეთესო შედეგების მისაღებად.

“პროცესის თითოეულ საფეხურს თავისი მკაცრი წესები გააჩნია. ჩვენ ვამოწმებთ და ვიცავთ ჩვენი ღვინის ხარისხს დაწყებული ფესვებიდან ღვინის მომხმარებლის ჭიქაში მოხვედრამდე.”

შატო მუხრანის ღვინოებს წინაპართა მემკვიდრეობა განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს, რაშიც ადამიანების სულიერი ფასეულობანია ასახული. მკაცრი, შერჩევითი ყურძნის კრეფა და კარგად გამოცდილი ტრადიციული ღვინის დამზადების მეთოდების გამოყენება, ჩვენი ღვინოების საბოლოო, სრულყოფილ გემოს განაპირობებს. თორმეტიდან თვრამეტ თვემდე მუხის კასრებში დავარგების პროცესი "შატო მუხრანის" ღვინოებს დამატებით ჰარმონიას სძენს.

"შატო მუხრანის" ღვინოებმა სახელი გაითქვა ქართული ტრადიციებისა და მსოფლიოში აღიარებული ძირითადი მეთოდების უნიკალური კომბინაციით.