განსაკუთრებული ადგილმდებარეობა

 

მუხრანი („ სახელწოდება წარმოდგება მუხიდან „) ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართული სოფელია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. კავკასიონსა და თრიალეთის ქედს შორის, მდინარე ქსნისა და არაგვის უბეში, თბილისიდან 35 კმ-ითაა დაშორებული. შატოს ვენახები ამ ჩინებული ტერიტორიის საუკეთესოდ შერჩეულ მიწის ნაკვეთებზეა გაშენებული. მიწა თავისი მერყევი ზედაპირით ოდნავ ფერდობზე ეშვება.

გეოლოგიურად მიწის ნაკვეთები ალევიური და დილევიური თიხიანი შრეებისგან შედგება. მუხრანი საშუალო ან ცხელი ზაფხულებითა და ხანგრძლივი, აქტიური ვეგეტაციის პერიოდით ხასიათდება. საშუალო აქტიური ტემპერატურა ყოველწლიურად 3600 ºC მერყეობს, ხოლო საშუალო წლიური ტეპერატურაა 10,8 ºC. მუხრანში ნალექის წლიური ოდენობაა 660 მმ, რომლის 430 მმ ყურძნის ზრდის პერიოდის განმავლობაშია. ბუნების, ტრადიციის და ხალხის არაჩვეულებრივი ჰარმონიული ურთიერთქმედების თანხვედრა მუხრანის ღვინოების სისრულეს განაპირობებს.