ვენახები

დღესდღეობით, კომპანია "შატო მუხრანის"  საკუთრებაში 100 ჰა ვენახია, სადაც ენდემური და საერთაშორისო ჯიშებია გაშენებული და აგრეთვე ღვინის ქარხანა, რომელიც თანამედროვე მეღვინეობის დანადგარებით არის აღჭურვილი.

ვენახები სასახლესთან ახლოს არის გაშენებული და სულ  23 ნაკვეთი უჭირავს. მზის სხივების მიერ სათუთად გამთბარი ცნობილი მუხრანის ვენახებში სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გაშენებული: 

წითლები – საფერავი, შავკაპიტო, თავკვერი, კაბერნე.
თეთრები – გორული მწვანე, რქაწითელი, შარდონე, სოვინიონ ბლანი.

ამ უძველესი ადგილის განსაკუთრებული გეოლოგიური და კლიმატური თავისებურებები ცნობილ და შერჩეულ ნაირსახეობებთან ერთად,  განსაკუთრებული გემოსა და ხარისხის ღვინის დასამზადებლად საჭირო უნიკალურ კომბინაციას გვთავაზობს.