რესტორანი

შატო მუხრანში“ რესტორანი "სამეფო მარანი 1878" გაიხსნა. ძველი აგურით ნაშენი მარანი ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს. რესტორნის ინტერიერში შენარჩუნებულია იმდროინდელი ეპოქის ამსახველი ტრადიციები. თარიღი 1878 ივანე მუხრანბატონის მიერ პირველი მუხრანული ბოთლის ღვინის ჩამოსხმას უკავშირდება.
 
რესტორანი სტუმრებს უმაღლესი კლასის მომსახურებას და მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს. პარასკევს, შაბათს და კვირას ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ სპეციალურად შერჩეული A La Carte მენიუ, რომელიც საუკეთესო ქართული და ევროპული ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს.
 
ჩვენ აღვადგინეთ ის სამეფო კერძები, რომლებითაც ივანე მუხრანბატონი თავის უცხოელ და ქართველ სტუმრებთან იწონებდა თავს. ეს კერძები მუხრანში მოყვანილი ნატურალური პროდუქტებით მზადდება. თითოეულ მათგანს შესაბამისი ღვინის მირთმევის რეკომენდაცია დავურთეთ. მათ გაფორმებაში კი მთელი ხელოვნება ჩავაქსოვეთ.
 
რეზერვაცია: +995 595 99 13 14 / 15 / 16;
ელ.ფოსტა: 1878@mukhrani.com
სამუშაო საათები: 10:00 - 22:00