სასახლე

1512 წელს მუხრანი მუხრანბატონთა მამული გახდა, რომელსაც ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი ფლობდა.

1873 წელს ივანე მუხრანბატონმა წამოიწყო სასახლის მშენებლობა, რომელიც 12 წლის შემდეგ დასრულდა. სასახლე აგებულ იქნა ფრანგი არქიტექტორების მიერ. სასახლის ბაღი, რომელიც დააპროექტა ვერსალის მებაღემ, მნახველების ყურადღებას იპყრობდა. ეს უზარმაზარი მამული ქართული ელიტისთვის კულტურულ ცენტრად იქცა. ივანე მუხრანბატონი მასპინძლობდა უამრავ სტუმარს, მათ შორის ისეთ ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებსა და პოეტებს, როგორებიც არიან: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და სხვები. მუხრანის მამულს რუსეთის იმპერატორიც ეწვია.

 

სარდაფები

მუხრანის სასახლის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას მისი სარდაფები წარმოადგენს. მისი მთავარი გვირაბი სასახლესა და ქარხანას აკავშირებს. დღეს მუხრანის სასახლის სარდაფების თავდაპიველი იერსახე სრულად არის აღდგენილი და ის წელიწადის ყველა დროს, მუდმივ 15 გრადუსზე 60, 000 კასრ ღვინოს იტევს.