არქეოლოგიური საგანძური

კავკასია მეღვინეობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და საქართველო ღვინის კულტურის სამშობლოდ ითვლება. მუხრანში მეღვინეობა უძველეს ტრადიციას წარმოადგენს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ რეგიონში აღმოჩენილ მეღვინეობის დამადასტურებელ ნაკვალევს ქვის ხანამდე მივყავართ.

ანტიკური ქალაქის ნანგრევები, რომელიც ძალისის მიდამოებში მუხრანბატონის მამულთან ახლოს 1974 წელს იქნა აღმოჩენილი, მიუთითებს, რომ ანტიკური პერიოდის ხალხი მეღვინეობის მაღალგანვითარებულ ხელოვნებას იყო ნაზიარები. აღნიშნული აღმოჩენები ასევე მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქის არსებობას ამტკიცებს (აღნიშნავს ძვ. წ. 2 საუკუნის ბერძენი ავტორი პტოლომეოსი). ამ მძლავრმა დასახლებამ, რომელიც დიდ მცხეთასთან მდებარეობს, ქართლის სამეფოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თავისი ისტორიული, მხატვრული და სტილისტური მნიშვნელობის გამო ექსპერტები ძალისს ზოგადსაკაცობრიო მემკვიდრეობის ნაწილად მიიჩნევენ, ისევე როგორც პომპეის, ჰერკულანეუმსა და ადგილებს პალესტინასა თუ სირიაში.

ბერძნული მითოლოგიის თანახმად დიონისე ზევსისა და ულამაზესი სემელეს ვაჟი ნაყოფიერების, კერძოდ, მევენახეობისა და მეღვინეობის ღმერთი იყო. რაც პისისტრატუსის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენდა.

შემორჩენილი გრანდიოზული სასახლეების, მოზაიკით მოკირწყლულიატაკიანი აბანოკომპლექსების, შიდა ეზოების, დიდი საცურაო აუზებისა და შადრევნების გარდა, რომელიც ძალისის არისტოკრატულ ნაწილში იქნა ნაპოვნი, ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენა დიონისეს მოზაიკა გახლავთ, რომელიც ძვ. წ. მეორე საუკუნით თარიღდება. მოზაიკა თორმეტი ფერის სხვადასხვა ქვის ნამსხვრევებისგანაა შესრულებული. იატაკზე შემორჩენილია ვაზის მრავალი ორნამენტული ელემენტი და გამოსახულება. წარწერები ბერძნულ ენაზეა და დიონისეს გამოსახულებაც ყველაზე ოსტატურადაა შესრულებული. დიონისეს მარჯვნივ არის მისი მეუღლე არიადნე, ლეგენდარული მინოსისა და პასიფეას ქალიშვილი. მათ ფერხთით გამოსახულია მშვიდი და მხიარული ღმერთი პანი. მოზაიკის გამოსახულებებს შორის ძალიან შთამბეჭდავია მუზები, უმშვენიერესი ქალბატონები და ფრთებიანი ღმერთები, ისევე როგორც ფრთიანი მშვენიერი ახალგაზრდა მამაკაცი ხილით სავსე კალათით. ისინი ნაყოფიერების ღმერთებს განასახიერებენ და თავიანთი არსებობით ამტკიცებენ მეღვინეობის მნიშვნელობას მუხრანში.