ისტორია

1512 წლიდან მუხრანის მამულებს სათავეში ბაგრატიონთა დინასტია ჩაუდგა. ხელსაყრელი მდებარეობის გამო, მუხრანის მამულები მალევე იქცა უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ტერიტორიად. მუხრანის მამულები 56 სოფლისგან შედგებოდა სადაც 1500 ოჯახზე მეტი ცხოვრობდა.

მუხრანის ღვინის წარმოებაც სწორედ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთან, მე-19 საუკუნის ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწესთან ივანე მუხრანბატონთან არის დაკავშირებული, რომელმაც ჯერ კიდევ 1876 წელს სფრანგეთში მოგზაურობისას შეისწავლა შატოს კონცეფცია და საქართველოში მისი დანერგვა დაიწყო.