ჩვენი მეღვინე

პატრიკ ჰონეფი - მეღვინე, მევენახე, „შატო მუხრანის“ აღმასრულებელი დირექტორი

“გერმანიაში, ჰეილბრონში მივიღე განათლება მეღვინეობისა და მევენახეობის მართვის კუთხით და 11 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი  ბორდოს რეგიონში, აქედან 10 წელი Chateau d’Aiguilhe-ის ტექნიკური დირექტორი გახლდით. ვთანამშრომლობდი შესანიშნავ ღვინის კონსულტანტთან,  სტივენ დერენენკორტთან. Chateau d’Aiguilhe-ის წითელ ჯიშებს შორის დომინირებდა მერლო, რომელიც ბორდოს ღვინის შეფასების კლასიფიკაციაში რეგულარულად იღებდა მაღალ, 88-92 ქულას. 

2013 წლის ბოლოს, საქართველოში ჩამოვედი და კომპანია „შატო მუხრანის“ ტექნიკური დირექტორი გავხდი. „ღვინის სამშობლოს“ უდიდესი პოტენციალი და ისტორია თითოეული ღვინის მოყვარულისთვის საოცნებოა. დღეს ქვეყანა განიცდის ღვინის კულტურის რენესანსს, აერთიანებს ღვინის ქვევრში მომზადებისა და სხვა თანამედროვე საერთაშორისო ტექნოლოგიებს. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მიღება, ენდემური ქართული ყურძნის ჯიშების ხელახალი აღმოჩენა და მათი პოტენციალის გამოვლენა საოცარია. “შატო მუხრანში”, 100 ჰექტარ მიწაზე, მეღვინეობის გარშემო, მჭიდროდაა გაშენებული ვენახი, რათა მივიღოთ საუკეთესო ხარისხის ყურძენი და შესაბამისად საუკეთესო ხარისხის ღვინო.

ორიენტირებული ვართ იშვიათ ყურძნის ჯიშებზე და ვმუშაობთ საუკეთესო ტექნიკით აღჭურვილ ღვინის საწარმოში. ყოველთვის პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ ადგილობრივ გარემოპირობების, ჩვენი მიზანია, ვიყოთ ერთ-ერი საუკეთესო ღვინის მწარმოებელი კომპანია საქართველოში. მეღვინეობის სიყვარულთან ერთად, ჩვენი გუნდი მუშაობს სამეფო სასახლის აღდგენაზე, რათა „შატო მუხრანი“ ქვეყანაში ღვინის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ცენტრად იქცეს.”