სიახლეები

19.10.2018
რთველი 2018
შატო მუხრანში თითოეული დღე განსაკუთრებულია, თუმცა რთველი ყოველთვის დაუვიწყარი სანახაობაა!
 
წელს, 30 სექტემბერს, ჩვენი დიდი ხნის ტრადიიციის შესაბამისად, ჩვენს ქართველ და უცხოელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუმასპინძლეთ, რომლებმაც ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა, შემდეგ ბაღში გარდენია შევარდნაძის საშემოდგომო დეკორაციებით გაწყობილ სუფრას მიუსხდნენ.
სტუმრების საზეიმო განწყობაზე გორის გოგონათა გუნდმა იზრუნა, ხოლო "კებზარის" ულამაზესმა კოსტუმებმა და სამკაულებმა კიდევ უფრო დაამშვენა ღონისძიება.
 
კომპანიის დამფუძვნებლებმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს - ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნის ბრინჯაოს ქანდაკება გადასცეს საჩუქრად. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ეროვნულმა მუზეუმმა წარმოადგინა მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული უძველესი არტეფაქტები.
 
მართლაც, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი დღე იყო!