სიახლეები

13.09.2018
შატო მუხრანმა ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე - "CWSA 2018" 8 ოქროს მედალი მოიპოვა, მათ შორის, ყველაზე პრესტიჟული ორმაგი ოქრო სამეფო რეზერვი 2014-თვის
სულ ახლახანს, შატო მუხრანმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსზე - CWSA, 8 ოქროს მედალი მოიპოვა: ორმაგი ოქრო - სამეფო რეზერვი 2014, წითელი, ოქროს მედლები - სამეფო რეზერვი 2015, თეთრი, საფერავი სუპერიორი 2015 და მუსკატი კლასიკური ღვინოებიდან, ვერცხლის მედალი - რქაწითელი სუპერიორი 2015 და ბრინჯაოს მედლები - საიდუმლო კოლექცია 2015, წითელი და საიდუმლო კოლექცია 2015, თეთრი.
 
CWSA-ზე მედლის მიღება უპირობო აღიარებას ნიშნავს ჩინეთის ღვინის ბაზარზე, რომელიც სულ მალე მსოფლიოში ალკოჰოლური სასმელების ყველაზე დიდი ბაზარი იქნება, 90 მილიონი ბოთლი ღვინის გაყიდვებით წელიწადში.
 
CWSA 2018-ზე 58 ქვეყნის 6000 ღვინის კომპანიის პროდუქცია ცნობილმა ღვინის ექსპერტემბა შეაფასეს, მათ შორის იყვნენ: Peter Lehmann, Jacob’s Creek, Bardinet, Bernard Magrez, Kim Crawford და Casa Ermelinda Freitas.
 
შატო მუხრანის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ ჰონეფმა განაცხადა: "ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენმა ღვინოებმა CWSA 2018-ზე ასეთი წარმატება მოგვიტანეს. ჩვენთვის ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი და მზარდი ბაზარია და ძალიან ამაყები ვართ, რომ ყველაზე რესპექტაბელური ჟიურის წევრებისგან ასეთი მაღალი შეფასება დავიმსახურეთ.