სიახლეები

04.09.2018
დავით პოპიაშვილის გამოფენა
1 სექტემბრიდან, შატო მუხრანი წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი მხატვრის დავით პოპიაშვილის ნამუშევრებს, რომლებმაც არაერთი ხელოვნების მოყვარულის გული დაიპყრო და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში და კერძო კოლექციაშია წარმოდგენილი.
 
გამოფენის გახსნისას, მხატვარმა შატო მუხრანზე თავისი შთაბეჭდილება გაგვიზიარა: "ჩემთვის დიდი პატივია მქონდეს შესაძლებლბა გამოვფინო ნამუშევრები შატო მუხრანის ისტორიულ კედლებში. ეს ადგილი ქართული კულტურისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა და გარემო, რომელიც შატოშია შექმნილი, ნამდვილად შთამბეჭდავი და შთამაგონებელია. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის!"
 
ნამუშევრების შეძენა შატოშივე იქნება შესაძლებელი, რამდენიმე მათგანი კი უკვე პირველივე დღეს გაიყიდა. ასე რომ, არ გამოტოვოთ მათი ნახვის შანსი, ისინი შეიძლება თქვენს კოლექციაშიც აღმოჩნდენ.