სიახლეები

07.06.2018
შატო მუხრანის ქვევრმა 2016-მა ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა
სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შატო მუხრანის ქვევრმა 2016-მა ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა. კონკურსი ღვინის ტურიზმის ასოციაციამ, ქართული ღვინის სააგენტოს მხარდაჭერით, ჩაატარა.
 
70-ზე მეტი კომპანიის 200 სახეობის ღვინო შეაფასეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, მათ შორის, გიორგი დაქიშვილმა, ლიზა გრანიკმა, დავით ჩიჩუამ, ფილიპ ლესპიმ და ქეთევან ჯურხაძემ.