სიახლეები

17.05.2013
Reserve Du Prince საფერავი 2007, საერთაშორისო კონკურსზე - "Concours Mondial de Bruxelles 2013" გრანპრის მფლობელი გახდა

„შატო მუხრანის ღვინოებს“ საერთაშორისო კონკურსზე “Concours Mondial de Bruxelles 2013“ დიდი წარმატება ხვდა წილად. Reserve Du Prince - საფერავი 2007, გრანპრის მფლობელი გახდა.

„შატო მუხრანის“ ისტორია დაკავშირებულია სამეფო ოჯახის მემკვიდრის - ივანე მუხრანბატონის სახელთან. ეს არის ერთადერთი ქართული სამეფო შატო, რომელიც აერთიანებს ოთხ ძირითად ფასეულობას: ვენახი, მარანი, სასახლე და ისტორია.

2007 წლიდან, „შატო მუხრანის“ ღვინოების დაყენება, მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნით ხდება, რაც მუხრანის ღვინოების კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

Reserve Du Prince (საფერავი და გორული მწვანე) კომპანია „შატო მუხრანის“ ყველაზე კეთილშობილ და ექსკლუზიურ სახეობას განეკუთვნება.

მოსავლის აღებისას, თითოეული მტევნის შერჩევა, ნატურალური დუღილის პროცესი და კავკასიური მუხის კასრებში დაძველება ამ ღვინოებს ჭეშმარიტად ქართულსა და მეფურად კეთილშობილს ხდის.

1994 წლიდან, „Concours Mondial de Bruxelles“-მა 7000-მდე დასახელების პროდუქტს უმასპინძლა, რაც 500 მილიონ გაყიდულ ბითლს ნიშნავს და მსოფლიოში „ღვინის საერთაშორისო ჩემპიონატის“ სახელი დაიმკვიდრა. „Concours Mondial de Bruxelles“ წლიდან წლამდე აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს მეღვინეობის დარგში.

„შატო მუხრანის“ შედეგები „Concours Mondial de Bruxelles 2013” შემდეგია:

საფერავი 2007 საფერავი 2007 გრანპრი
რქაწითელი 2010 ოქროს მედალი

მუხრან-ბატონის რეზერვის შეძენა, მათი დაგემოვნება და პროფესიონალი სომელიეს რჩევების მიღება, მეიდანზე, სამღებროს 6-ში, „შატო მუხრანის“ ღვინის სტუდიაშია შესაძლებელი.