სიახლეები

08.05.2018
შატო მუხრანი ტოკიოს Wine and Gourmet Japan 2018-ზე
11-13 აპრილს, შატო მუხრანი მონაწილეობდა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში "Wine and Gourmet Japan 2018". ჩვენს იაპონელ პარტნიორთან - ARCANE ltd ერთად, გამოფენის სტუმრებს წარვუდგინეთ: სამეფო რეზერვი წითელი 2013, სამეფო რეზერვი თეთრი 2014, ქვევრი 2016, საიდუმლო კოლექცია წითელი 2015, საიდუმლო კოლექცია თეთრი 2014, საფერავი სუპერიორი 2014, შავი მტევანი 2015, თავკვერი წითელი 2015, რქაწითელი სუპერიორი 2015 და მუსკატი.
 
აზიაში ჩვენი წარმომადგენლის - Garry Leong-ის განცხადებით, შატო მუხრანის ღვინოებმა, განსაკუთრებით კი ქვევრმა 2016-მა, საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის პროფესიონალებისგან ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
 
#იცოდითრომ "Wine and Gourmet Japan" საკვების, ლუდის და სხვა ალკოჰოლური სასმელების ერთადერთი პლატფორმაა იაპონიაში და ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პროფესიონალური გამოფენა აზიის მასშტაბით, სადაც ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან. წელს გამოფენაზე, რომელსაც მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 78 000 ვიზიტორი ესტუმრა, პარტნიორ ფესტივალებთან ერთად, როგორებიცაა: FABEX, Dessert Sweets & Bakery Festival, PBOEM, Halal Market Fair, Japan Meat Industry Fair და Noodle Industry Fair, 964-მა ორგანიზაციამ წარადგინა თავისი პროდუქცია.