სიახლეები

25.02.2018
წარმოგიდგენთ შატო მუხრანის ქვევრი 2016-ს!
ქართული ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდზე დაყრდნობით, ჩვენმა მეღვინეებმა გამორჩეული, ქართლისთვის სახასიათო ქვევრის ღვინო შექმნეს!
 
შატო მუხრანის ქვევრის ღვინო რქაწითლიდან, გორული მწვანედან და ჩინურიდან მზადდება. იგი ქვევრში 6 თვიანი ფერმენტაციის და მუხის კასრებში 5 თვით დაძველების შემდეგ, გაუფილტრავად ისხმება ბოთლებში. 
 
ექსპერტების შეფასებით: "ღვინო ელვარე ოქროსფერია და აკაციის თაფლის, ციტრუსის, კომშის და იის ელეგანტური ბუკეტით გამოირჩევა, რომელიც ჰარმონიაშია მწვანილეულის და პილპილის ტონებთან; რბილი ტანინებით გაჯერებულ, ინტენსიურ მცენარეულ არომატებს თან სდევს ციტრუსების და ყვავილების სავსე და მსუსხავი გემო, საკმაოდ ძლიერი დაბოლოებით."