სიახლეები

19.09.2016
UNWTO 2016

9 სექტემბერს, "შატო მუხრანმა" ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართა. ღონისძიება ინიცირებული იყო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ. კონფერენციამ ხელი შეუწყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. კონფერენციის სესიები საუკეთესო საშუალება იყო ღვინის ტურიზმის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. "შატო მუხრანის" აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი მეღვინე პატრიკ ჰონეფი კონფერნციის ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდათ.