სიახლეები

18.09.2016
პრემია "საბას" დაჯილდოების ცერემონიალი 2016
18 სექტემბერს, "შატო მუხრანის" სასახლეში, ლიტერატურული პრემია "საბას" დაჯილდოების მეთოთხმეტე ცერემონიალი გაიმართა. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" დაფუძნდა 2003 წელს. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. კონკურსის ჟიური 5 წევრისგან შედგება და ყოველწლიურად იცვლება. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად.