სიახლეები

27.05.2016
Vinexpo 2016
24-დან 26 მაისის ჩათვლით, "შატო მუხრანი"  Vinexpo 2016-ში მონაწილეობდა, რომელიც წელს ჰონკონგში გაიმართა. 
 
Vinexpo 1981 წლიდან არსებობს. ჰონკონგში ის მეშვიდედ ჩატარდა და აზიის ბაზარზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. წელს ფესტივალი მონაწილეთა რეკორდული რაოდენობით გამოირჩეოდა და მასში 24 ქვეყნის 16 700 წარმომადგენელი მონაწილეობდა.