სიახლეები

13.03.2016
ფრედერიკ ბეგბედერი "შატო მუხრანში"

12 მარტს, ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი "შატო მუხრანს" ეწვია. "99 ფრანკის" ავტორმა "შატო მუხრანის" სასახლე, ღვინის საცავები და მარნები დაათვალიერა და საუკეთესო ქართული ღვინო დააგემოვნა.

ჟურნალ "თორმეტის" მოწვევით, ბეგბედერი თბილისში 11 მარტს ჩამოვიდა და მკითხველთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, ვიზიტის ბოლოს კი კინო-თეატრ "ამირანში" მისი ფილმის "სიყვარული ცოცხლობს 3 წელი" ჩვენება მოეწყო.