სიახლეები

22.02.2016
წარმატება ჩინეთის ბაზარზე 

წელს კომპანია "შატო მუხრანმა" ჩინეთის ბაზარზე კიდევ ერთ წარმატებას მიღწია: "საფერავი 2012", "მუხრანბატონის რეზერვი (საფერავი) 2011" და "მუსკატი" ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე - "CWSA Best Value 2016" 1 ორმაგი ოქროს და 2 ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

"CWSA" ჩინეთში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია. ჟიური დაკომპლექტებულია ჩინეთისა და ჰონგკონგის ბაზარზე მოქმედი იმპორტიორებისგან, დისტრიბუტორებისა და სომელიეებისგან და 100-ზე მეტ ექსპერტს აერთიანებს, რომლებიც გამარჯვებულებს ბრმა შერჩევის მეთოდით გამოავლენენ. წელს კონკურსში 35 ქვეყნის, 6000-მდე ღვინისისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია მონაწილეობდა.

⦁ საფერავი 2012 - ორმაგი ოქრო
⦁ მუხრანბატონის რეზერვი 2011 - ოქრო
⦁ მუსკატი - ოქრო

კომპანია „შატო მუხრანის“ ისტორია დაკავშირებულია სამეფო ოჯახის მემკვიდრის - ივანე მუხრანბატონის სახელთან. ეს არის ერთადერთი ქართული სამეფო შატო, რომელიც აერთიანებს ოთხ ძირითად ფასეულობას: ვენახი, მარანი, სასახლე და ისტორია. 2007 წლიდან, "შატო მუხრანის" ღვინოების დაყენება, მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნით ხდება, რაც მუხრანის ღვინოების კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.