სიახლეები

03.12.2015
National Tourism Awards Ceremony

20 ნოემბერს, რესტორან "ფუნიკულიორში", ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას 350-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და ტურ-ოპერატორები. ჟიურის წევრებმა 21 გამარჯვებული კომპანია გამოავლინეს. კომპანია "შატო მუხრანმა" ნომინაციაში - BEST MARKETING CAMPAIGN IN TOURISM WINERIES AWARD გამარჯვება მოიპოვა, ხოლო კატეგორიაში - BEST CULTURAL AND HERITAGE TOURISM AWARD ფინალისტი გახდა.

პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ღონისძიებამ შესაძლებელი გახადა, მეტად წარმოჩენილიყო ის ბრენდები, რომელებსაც მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენაში დიდი წვლილი მიუძღვით.