სიახლეები

22.04.2015
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი 2004-2014 წლებში პრეზენტაცია

16 აპრილს, გაიმართა წიგნის – "საქართველოს სახელმწიფო ბალეტი 2004-2014 წლებში" პრეზენტაცია, რომელიც ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის შემოქმედებით ცხოვრებას ასახავს. წიგნი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მხარდაჭერით გამოიცა. პრეზენტაციის სპონსორები კომპანია „შატო მუხრანი“ და სასტუმრო "The Terrace" იყვნენ.