სიახლეები

04.02.2015
ქართული ღვინის ბრენდების ცნობდობის კვლევა

გასულ დეკემბერს, წამყვანმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ეისითიმ“ (ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი) ქართული ღვინის კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის კვლევა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, რომელიც 618 მომხმარებლის სატელეფონო გამოკითხვას ეფუძნება, „შატო მუხრანის“ ინდექსი ინარჩუნებს საუკეთესო პოზიციას საიმიჯო პარამეტრებისა და რეკომენდაციების პოტენციალით.
ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარებული სატელევიზიო კამპანიის შედეგად, კომპანია „შატო მუხრანმა“ მიიღო 8.63 ქულა, 10 ქულიან შკალაზე.
გარდა ამისა, „შატო მუხრანს“ აქვს ყველაზე პოზიტიური იმიჯი შემდეგი მაჩვენებლებით:

  • „აწარმოებს საუკეთესო ხარისხის ღვინოს“ - 8.66 10 ქულიდან
  • „არის სანდო“ - 8.74 10 ქულიდან
  • „აქვს მიმზიდველი შეფუთვა“ - 8.76 10 ქულიდან

კომპანია „შატო მუხრანი“ ამაყობს მიღებული შედეგებით და მადლობას უხდის თავის მომხმარებელს ნდობისა და დაფასებისთვის.