სიახლეები

12.12.2014
მუხრანბატონის ბოთლი, საიმპერატორო ღერბით, კომპანია "შატო მუხრანს" უბრუნდება 

კომპანია „შატო მუხრანი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ მის საკუთრებაში დაბრუნდა ივანე მუხრანბატონის ბოთლი, საიმპერატორო ღერბით, რომელიც დაახლოებით 130 წლის წინ ჩამოისხა.

ბოთლის წარმოების ისტორია 1886 წლიდან იწყება, მას შემდეგ რაც მუხრანბატონის კომპანია რუსეთის საიმპერატორო კარისთვის ღვინის ექსკუზიური მიმწოდებელი გახდა და ივანე მუხრანბატონს მიეცა შესაძლებლობა ბოთლებზე საიმპერატორო ღერბი განეთავსებინა. მსგავსი ემბლემით მთლიანობაში, მხოლოდ 2-3 ათასი ბოთლი ჩამოისხა, რომელთაგან ნაწილი საერთაშორისო გამოფენებზე წარსადგენადაც გამოიყენებოდა.

რამდენიმე წლის ძებნის შემდეგ, კომპანია „შატო მუხრანმა“, საბოლოოდ, მიაკვლია ბოთლის ადგილ-სამყოფელს და იგი მის საკუთრებაში დაბრუნდა. აღნიშნული ექსპონანტი მნიშნვნელოვანი მონაპოვარია, როგორც „შატო მუხრანის“ სასახლისთვის, ასევე მისი ისტორიისთვის.
შატო მუხრანის ღვინის ტურების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით მაილზე: winetours@mukhrani.com: ან ტელეფონით: +995 595 99 13 14/16