სიახლეები

12.12.2014
„შატო მუხრანის“ ღვინოები ლონდონში 

9 დეკემბერს, ბუკინგემის სასახლეში, მის უდიდებულესობას, დედოფალ ელისაბედ მეორეს, საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში - რევაზ გაჩეჩილაძემ რწმუნებათა სიგელი წარუდგინა. ელჩი და მისი თანმხლები პირები სასახლეში საპატიო ცხენოსანი კორტეჟით მიაცილეს.

რწმუნებათა სიგელთან ერთად, რევაზ გაჩეჩილაძემ დედოფალს გადასცა საქართველოს მთავრობის მტკიცე სურვილი გაამყაროს და გააძლიეროს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უკვე არსებული მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა.

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ საპატიო მიღება გაიმართა, რომელსაც ბრიტანეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მომღერალი ქეთი მელუა და ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინა - ელენა გლურჯიძეც დაესწრნენ.

მოწვეულ სტუმრებს „შატო მუხრანის“ პრემიალური კლასის ღვინოებით გაუმასპინძლდნენ.“