სიახლეები

05.06.2014
პარიზში, „HEC Alumni Wine Club“-ის ორგანიზებით,  შატო მუხრანის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

30 მაისს, „HEC Alumni Wine Club“-ის ორგანიზებით, პარიზში, კომპანია „შატო მუხრანის“ ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. „HEC“ წამყვანი ბიზნეს სკოლაა ევროპაში და მისი კურსდამთავრებულების ღვინის კლუბი 2,500 წევრს აერთიანებს, რომელთაგან ყველას მაღალი თანამდებობები უკავია. „შატო მუხრანის“ „გორულმა მწვანემ“ და „საფერავმა“ სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.