სიახლეები

20.05.2014
დასუფთავების დღე „შატო მუხრანში“

16 მაისს, კომპანია „შატო მუხრანის“ ინიციატივით, მუხრანში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციაში კომპანიასთან ერთად მონაწილეობდნენ: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მუხრანისა და მისი მიმდებარე სოფლების სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლები, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თიბისი ბანკი, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.

კომპანა „შატო მუხრანის” მიზანია მსგავი ღონისძიებების მოწყობით გააუმჯობესოს მუხრანისა და მისი მიმდებარე სოფლების იერსახე/ჰიგიენური მდგომარეობა და შეცვალოს დამოკიდებულება გარემოს სისუფთავის დაცვის მიმართ.

დღის ბოლოს კომპანია “შატო მუხრანი” აქციის ყველა მონაწილეს პრემიალური კლასის ღვინითა და მწვადით გაუმასპინძლდა.