სიახლეები

16.03.2014
შატო მუხრანმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლა

16 მარტს კომპანია „შატო მუხრანმა“ უმასპინძლა ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ. ღონისძიება ეკატერინე ტოგონიძის რომან „Aსინქრონის“ აქცია-პრეზენტაციისას დაიგეგმა. 

ტურის ფარგლებში 45 სტუმარმა, მათ შორის სხვადასხვა ნოზოლოგიისა და ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანმა მოინახულა: „შატო მუხრანის“ სასახლე, ულტრა-თანამედროვე ღვინის ქარხანა, საჯინიბო, ძველი მარნები, გაეცნო მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს და კომპანიის ისტორიას. ამასთან ერთად, პატარებმა ამოავლეს ჩურჩხელები და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში. დღე ქართული ტრადიციული სუფრით დასრულდა.

სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია კომპანია „შატო მუხრანისთვის“ - კომპანია მუდმივად ჩართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესებში და ცდილობს ხელი შეუწყოს ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას.

სტუმრებს მეგზურობა და კომპლექსის დათვალიერებაში დახმარება სპეციალისტებმა და მოხალისეებმა გაუწიეს. ექსკურსია არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიმეგობროთ“ ეგიდით განხორციელდა.