სიახლეები

12.03.2014
„შატო მუხრანის“ ღვინოები ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსზე - „CWSA Best Value 2014“ 4 ოქროს მედლის მფლობელი გახდა

სს „შატო მუხრანის“ ოთხი ღვინო: მუხრანბატონის რეზერვი „გორული მწვანე 2010”, მუხრანბატონის რეზერვი „საფერავი 2010”,  „რქაწითელი 2011“ და „შავკაპიტო 2012" ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე - „CWSA Best Value 2014“ 2 ორმაგი ოქროსა და 2 ოქროს მედლის მფლობელი გახდა. წელს კონკურსი მონაწილეთა რეკორდული რაოდენობით გამოირჩეოდა. გამარჯვების მოსაპოვებლად, 35 ქვეყანა და 3375 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კოპანია იბრძოდა.

  • მუხრანბატონის რეზერვი „გორული მწვანე 2010” - ორმაგი ოქრო
  • მუხრანბატონის რეზერვი „საფერავი 2010” -  ოქრო
  • „შავკაპიტო 2012" - ორმაგი ოქრო
  • „რქაწითელი 2011“ - ოქრო

 კომპანია „შატო მუხრანის“ ისტორია დაკავშირებულია სამეფო ოჯახის მემკვიდრის - ივანე მუხრანბატონის სახელთან. ეს არის ერთადერთი ქართული სამეფო შატო, რომელიც აერთიანებს ოთხ ძირითად ფასეულობას: ვენახი, მარანი, სასახლე და ისტორია.

2007 წლიდან, „შატო მუხრანის“ ღვინოების დაყენება, მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნით ხდება, რაც მუხრანის ღვინოების კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

(Reserve Du Prince (საფერავი და გორული მწვანე) კომპანია „შატო მუხრანის“ ყველაზე კეთილშობილ და ექსკლუზიურ სახეობას განეკუთვნება.მოსავლის აღებისას, თითოეულიმტევნის შერჩევა, ნატურალური დუღილის პროცესი და კავკასიური მუხის კასრებში დაძველება ამ ღვინოებს ჭეშმარიტად ქართულსა და მეფურად კეთილშობილს ხდის.)"