სიახლეები

19.11.2013
„პროვაინ ჩინეთი 2013“

კომპანია „შატო მუხრანმა“ მონაწილეობა მიიღო „პროვაინ ჩინეთი 2013“-ში. „პროვაინ ჩინეთი 2013“ არის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პლატფორმა, როგორც საერთაშორისო ღვინის კომპანიებისა და მომწოდებლებისთვის, ასევე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. გამოფენის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, დაამყარონ კონტაქტები და გაეცნონ საერთაშორისო და ჩინეთის ბაზრებს. „პროვაინ ჩინეთი 2013“ ავითარებს ტრენდებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინით ვაჭრობაში - ქმნის რა ოპტიმალურ პირობებს ჩინეთის ბაზარზე დასამკვიდრებლად. „პროვაინ ჩინეთი 2013“-ზე მთავარი აქცენტი ხარისხზე კეთდება. გამოფენა ჩატარდა 13-15 ნოემბერს შანჰაის ახალ საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში - (SNIEC). კომპანია „შატო მუხრანმა" პროდუქცია სტენდზე ნომრით - 1DA06 წარადგინა.