სიახლეები

09.11.2016
ახალი შეფუთვა

9 წლის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეახლებინა "შატო მუხრანის" შეფუთვა. ახალი ეტიკეტი ხაზს უსამს "შატო მუხრანის" პრემიალურობას, ტრადიციას და კეთილშობილებას. ეტიკეტზე გამოსახული მუხრანბატონის სასახლე კიდევ უფრო დახვეწილი გახდა. საფრანგეთთან მჭიდრო კავშირის გამოსაკვეთად, წინა ეტიკეტზე გამოვიყენებთ მხოლოდ ქართულ და ფრანგულ ენებს.

მეტი
15.10.2016
რთველი 2016

"შატო მუხრანში" ტრადიციად იქცა რთველის განსაკუთრებულად აღნიშვნა. "რთველი 2016" მუხრანბატონის მამულში წელს 15 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიების პროგრამა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, გაჯერებული როგორც ტრადიციული აქტივობებით, ასევე ბევრი სიახლითა და სიურპრიზით.

მეტი
19.09.2016
UNWTO 2016

9 სექტემბერს, "შატო მუხრანმა" ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართა. ღონისძიება ინიცირებული იყო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ.

მეტი
18.09.2016
პრემია "საბას" დაჯილდოების ცერემონიალი 2016

18 სექტემბერს, "შატო მუხრანის" სასახლეში, ლიტერატურული პრემია "საბას" დაჯილდოების მეთოთხმეტე ცერემონიალი გაიმართა.

მეტი
27.05.2016
Vinexpo 2016

24-დან 26 მაისის ჩათვლით, "შატო მუხრანი" Vinexpo 2016-ში მონაწილეობდა, რომელიც წელს ჰონკონგში გაიმართა.

მეტი