სიახლეები

13.09.2018
კერძო ღონისძიებების თარიღები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 14, 15, 22 და 30 სექტემბერს, კერძო ღონისძიებების გამო შატო მუხრანი დახურული იქნება. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ტურიზმის დეპარტამენტს დაუკავშირდეთ: ტელ: (+995) 595 99 13 14/15/16 E: 1878@MUKHANI.COM

მეტი
04.09.2018
დავით პოპიაშვილის გამოფენა

1 სექტემბრიდან, შატო მუხრანი წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი მხატვრის დავით პოპიაშვილის ნამუშევრებს, რომლებმაც არაერთი ხელოვნების მოყვარულის გული დაიპყრო და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში და კერძო კოლექციაშია წარმოდგენილი.

მეტი
07.06.2018
შატო მუხრანის ქვევრმა 2016-მა ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შატო მუხრანის ქვევრმა 2016-მა ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა. კონკურსი ღვინის ტურიზმის ასოციაციამ, ქართული ღვინის სააგენტოს მხარდაჭერით, ჩაატარა.

მეტი
30.05.2018
შატო მუხრანი ჰონ-კონგის ვინექსპოზე: საქმიანი ვახშამი

გუშინ საღამოს შატო მუხრანის გუნდმა, საქმიან ვახშამზე ჩინეთის, ჰონ-კონგის, მაკაოს და ტაივანის იმპორტიორებს უმასპინძლა. მიღება ჰონ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში - Ah Yat Harbour View Restaurant შედგა. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, სტუმრებს განსაკუთრებით მოეწონათ ჩვენი ღვინოები, რომლებიც გულდასმით შევუხამეთ საუცხოო კანტონეზურ კერძებს.

მეტი
30.05.2018
შატო მუხრანი ჰონკონგის ვინექსპო 2018-ზე

29-31 მაისს, ჰონკონგში, ვინექსპო 2018 გაიმართება. გამოფენაზე შატო მუხრანს აღმასრულებელი და ტექნიკური დირექტორი ბატონი პატრიკ ონეფი, საექსპორტო გაყიდვების ხელმძღვანელი ბატონი სტოიან გუროვი და აზიაში ჩვენი წარმომადგენელი ბატონი გარი ლონგი წარადგნენ.

მეტი