სიახლეები

07.06.2018
შატო მუხრანის ქვევრმა 2016-მა ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შატო მუხრანის ქვევრმა 2016-მა ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა. კონკურსი ღვინის ტურიზმის ასოციაციამ, ქართული ღვინის სააგენტოს მხარდაჭერით, ჩაატარა.

მეტი
30.05.2018
შატო მუხრანი ჰონ-კონგის ვინექსპოზე: საქმიანი ვახშამი

გუშინ საღამოს შატო მუხრანის გუნდმა, საქმიან ვახშამზე ჩინეთის, ჰონ-კონგის, მაკაოს და ტაივანის იმპორტიორებს უმასპინძლა. მიღება ჰონ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში - Ah Yat Harbour View Restaurant შედგა. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, სტუმრებს განსაკუთრებით მოეწონათ ჩვენი ღვინოები, რომლებიც გულდასმით შევუხამეთ საუცხოო კანტონეზურ კერძებს.

მეტი
30.05.2018
შატო მუხრანი ჰონკონგის ვინექსპო 2018-ზე

29-31 მაისს, ჰონკონგში, ვინექსპო 2018 გაიმართება. გამოფენაზე შატო მუხრანს აღმასრულებელი და ტექნიკური დირექტორი ბატონი პატრიკ ონეფი, საექსპორტო გაყიდვების ხელმძღვანელი ბატონი სტოიან გუროვი და აზიაში ჩვენი წარმომადგენელი ბატონი გარი ლონგი წარადგნენ.

მეტი
08.05.2018
შატო მუხრანი ტოკიოს Wine and Gourmet Japan 2018-ზე

11-13 აპრილს, შატო მუხრანი მონაწილეობდა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში "Wine and Gourmet Japan 2018". ჩვენს იაპონელ პარტნიორთან - ARCANE ltd ერთად, გამოფენის სტუმრებს წარვუდგინეთ: სამეფო რეზერვი წითელი 2013, სამეფო რეზერვი თეთრი 2014, ქვევრი 2016, საიდუმლო კოლექცია წითელი 2015, საიდუმლო კოლექცია თეთრი 2014, საფერავი სუპერიორი 2014, შავი მტევანი 2015, თავკვერი წითელი 2015, რქაწითელი სუპერიორი 2015 და მუსკატი.

მეტი
25.02.2018
წარმოგიდგენთ შატო მუხრანის ქვევრი 2016-ს!

ქართული ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდზე დაყრდნობით, ჩვენმა მეღვინეებმა გამორჩეული, ქართლისთვის სახასიათო ქვევრის ღვინო შექმნეს! შატო მუხრანის ქვევრის ღვინო რქაწითლიდან, გორული მწვანედან და ჩინურიდან მზადდება. იგი ქვევრში 6 თვიანი ფერმენტაციის და მუხის კასრებში 5 თვით დაძველების შემდეგ, გაუფილტრავად ისხმება ბოთლებში.

მეტი