კომპანია

 

2002 წელს ბიზნესმენებმა: ფრედერიკ პოლსენმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საფუძველი ჩაუყარეს „შატო მუხრანის“ აღდგენის პროექტს.

ჯგუფი ცდილობდა მამულისთვის გარდასული დიდება დაებრუნებინა და აღედგინა მუხრანის პროდუქცია, რომელიც თანამედროვე და ტრადიციულ ტექნოლოგიებს აერთიანებს.

2007 წელს "შატო მუხრანი" თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობას იწყებს.

2007 წლის შემდეგ „შატო მუხრანის“ ღვინის დაყენება მხოლოდ მის ვენახებში მოყვანილი ყურძნით ხდება. სარდაფები ვენახებთან ახლოსაა გაშენებული და დანიშნულების ადგილამდე ყურძნის მისატანად მაქსიმუმ 15 წუთია საჭირო.

"შატო მუხრანი" ამჟამად აწარმოებს ქართულ ღვინოებსა და ალკოჰოლურ სასმელ - ჭაჭას, რომელის დისტრიბუციაც ხორციელდება როგორც  "Marussia Beverages“-ის, აგრეთვე ჯგუფის არაწევრი კომპანიების მიერ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 

კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და შეესაბამება ISO 9001:2005 სურსათის უვნებლობასა და ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სტანდარტებს.