ჩვენ შესახებ

„შატო მუხრანი“ პირველი ქართული შატოა, რომლის საქმიანობაც ეფუძნება მეღვინეობის იმ უნიკალური ტრადიციის გაგრძელებას, რომელიც შექმნა ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა - ივანე მუხრანბატონმა . „შატო მუხრანი“ ეფუძნება 4 ძირითად ფასეულობას: ვენახები, მარანი, სასახლე და ისტორია. 1512 წლიდან მუხრანის მამულებს სათავეში ბაგრატიონთა დინასტია ჩაუდგა. მუხრანის ღვინის წარმოებაც სწორედ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთან, მე-19 საუკუნის ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწესთან ივანე მუხრანბატონთან არის დაკავშირებული, რომელმაც ჯერ კიდევ 1876 წელს სფრანგეთში მოგზაურობისას შეისწავლა შატოს კონცეფცია და საქართველოში მისი დანერგვა დაიწყო.

საბჭოთა კავშრის პერიოდში სასახლე თითქმის სრულად განადგურდა. 2002 წელს, ბიზნესმენებმა: ფრედერიკ პოლსენმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საფუძველი ჩაუყარეს „შატო მუხრანის“ აღდგენის პროექტს. ჯგუფი ცდილობდა მამულისთვის გარდასული დიდება დაებრუნებინა და აღედგინა მუხრანის პროდუქცია, რომელიც თანამედროვე და ტრადიციულ ტექნოლოგიებს აერთიანებს.

2007 წელს "შატო მუხრანი" იწყებს საკუთარი თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობას. აი რატომ და როდის შეუერთდა კომპანიას მთავარი მეღვინე ლადო უზუნაშვილი.

იმავე 2007 წელს „შატო მუხრანის“ ღვინის დაყენება მხოლოდ მის ვენახებში მოყვანილი ყურძნით ხდება. სარდაფები ვენახებთან ახლოსაა გაშენებული და დანიშნულების ადგილამდე ყურძნის მისატანად მაქსიმუმ 15 წუთია საჭირო.

ამჟამად კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და შეესაბამება ISO 9001:2005 სურსათის უვნებლობასა და ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სტანდარტებს.