პროდუქცია

მუხრანბატონის რეზერვი

მუხრანბატონის რეზერვი "საფერავი"

ტიპი: მშრალი წითელი
მოსავლის წელი: 2011
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 14°C - 17°C-ზე დეკანტირების შემდეგ
ალკოჰოლი: 13.0%

ტექნიკური აღწერილობა

ღვინო მუქი ლალისფერია და ზოგჯერ მუქ ლურჯ ფერში გადადის. მას თუთის, მაყვლის და ალუბლის არომატი დაჰკრავს. ღვინის შესანიშნავი ტექსტურა და კარგად დაბალანსებული გემო, სხვადასხვა სახეობის ხილის და ტანინების ნაზავს გვთავაზობს, რომელიც ყურძნისა და მუხის ურთიერთქმედების შედეგია და რომელმაც ჯერ კიდევ სიმწიფის საბოლოო დონეს უნდა მიაღწიოს. ღვინოს დავარგების დაახლოებით  15-წლიანი პოტენციალი გააჩნია.

საფერავი საქართველოს ენდემური ჯიშის ნაირსახეობაა და მას ყველა თვისება გააჩნია იმისათვის, რომ წარმოადგენდეს მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული წითლის სახეობას. მუხრანის მიკროკლიმატი, სადაც ამ დახვეწილი ღვინის დასამზადებლად გამოყენებული ყურძენი იზრდება, ხელუხლებელი, პრაქტიკულად პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. ეს ელეგანტური და დახვეწილი ღვინო, ათასწლეულების განმავლობაში მზის, ნიადაგის, ვაზის ჯიშებისა და მეღვინეების ძალისხმევის კომბინირების შედეგია. 

დიდებულია  ხორცთან, შემწვარ და მოშუშულ ნანადირევთან სანელებლებით. უგემრიელესია სხვადასხვა ნაირსახეობის ყველთან.