პროდუქცია

მუხრანბატონის რეზერვი

მუხრანბატონის რეზერვი "გორული მწვანე"

ტიპი: მშრალი თეთრი
მოსავლის წელი: 2012
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 12°C - 14°C-ზე გაგრილებული
ალკოჰოლი: 13%

ტექნიკური აღწერილობა

ღვინის ამ ნამდვილად შესანიშნავ სახეობას მწვანე ელფერი დაჰკრავს, რაც მისი ადგილწარმოშობის უშრეტ პოტენციალზე მიუთითებს. რბილი და მდიდარი ბუკეტი გრეიპფრუტის და მსხლის არომატებთან ერთად, მუხის კასრში დავარგების გემოსთან არის შერწყმული.

გორული მწვანე არის ქართული უნიკალური თვისებების მქონე თეთრი ყურძნის ჯიში, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. მისგან მზადდება ხალისიანი და დასამახსოვრებელი ქართული ღვინო. მუხრანის მიკროკლიმატი, სადაც ამ დახვეწილი ღვინის დასამზადებლად გამოყენებული ყურძენი იზრდება, ხელუხლებელი, პრაქტიკულად პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული.

ეს ღვინო უგემრიელესია ფრინველის ხორცთან და თევზთან, ასევე ბოსტნეულის სალათებთან.