პროდუქცია

საფერავი კაბერნე

საფერავი კაბერნე

ტიპი: მშრალი წითელი
მოსავლის წელი: 2013
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 14°C - 17°C-ზე დეკანტირების შემდეგ
ალკოჰოლი: 12.5%

ტექნიკური აღწერილობა

მდიდარი ლალის ფერი ლურჯი ანარეკლით. შავი თუთისა და ბლის გემოთი გაჯერებული არომატი, რომელიც მძლავრი ხავერდოვანი ტანინითა და დაბალანსებული მჟავიანობითაა გამორჩეული. ჯიშის არომატები ჰარმონიულად ერწყმის მუხაში დაძველების ნაზ ტონებს. ბოთლში დაძველებასთან ერთად შესაძლოა განვითარდეს ალმასისებრი კრისტალები, რაც ამ ღვინის დაყენების და მისი წარმოშობის უნიკალურობაზე მიუთითებს.

60% საფერავი, 40% კაბერნე სოვინიონი. საფერავი არის ქართული ენდემური ჯიში, რომელსაც აქვს ყველა ის მახასიათებელი, რომლითაც იგი უტოლდება მსოფლიოს ყველა წამყვან წითელ ჯიშს. ეს ჯიში, კაბერნე სოვინიონთან ერთად შესანიშნავ წითელ ღვინოს ქმნის.

საუკეთესოა ყველთან, ხორცთან, შემწვარ და მოშუშულ კერძებთან.