პროდუქცია

რქაწითელი

რქაწითელი

ტიპი: მშრალი თეთრი
მოსავლის წელი: 2014
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 10°C - 12°C-ზე გაგრილებული
ალკოჰოლი: 13.0%

ტექნიკური აღწერილობა

ჩალისფერი მწვანე ანარეკლით. ოქროსფერი ქლიავისა და თეთრი თუთის არომატი სასიამოვნოდ არის შერწყმული ტროპიკული ხილის ტონებთან. გემო მიმზიდველი, უნიკალური, თეთრი თუთისა და ციტრუსების შთამბეჭდავი არომატებით გაჯერებული. სავსე სხეული ღვინის შესანიშნავად გამოხატული თვისებებით.

რქაწითელი წარმოადგენს ქართულ ენდემურ, უნიკალურ თეთრ ჯიშს, რომელმაც  საუკუნეებს გაუძლო. მისგან მზადდება ხალისიანი და დასამახსოვრებელი ქართული ღვინო.

ეს ღვინო უგემრიელესია ფრინველის ხორცთან და თევზთან, ასევე სალათებთან.