პროდუქცია

გორული მწვანე

გორული მწვანე

ტიპი: მშრალი თეთრი
მოსავლის წელი: 2014
მოცულობა: 750 მლ
მიირთვით: 10°C - 12°C-ზე გაგრილებული
ალკოჰოლი: 12.5%

ტექნიკური აღწერილობა

აქვს მწვანე ფერი, გარდამავალი ნათელ ჩალის ფერში. ყვითელი ქლიავის და ნესვის მდიდარ არომატებს ერწყმის ციტრუსების ტონები. აქვს რბილი, ხალისიან მჟავიანობასთან ჰარმონიულად შერწყმული გემო. გამოირჩევა ბრწყინვალედ გამოხატული ღვინის ხასიათით, რაც ქართული ღვინოების უნიკალური მახასიათებელია.

გორული მწვანე არის ქართული ენდემური, უნიკალური თვისებების მქონე თეთრი ყურძნის ჯიში, რომელიც აბორიგენულია ქართლის რეგიონისთვის.

ეს ღვინო უგემრიელესია ფრინველის ხორცთან და თევზთან, ასევე სალათებთან. ის აგრეთვე, ჩინებული აპერიტივია.